ამ წუთებში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და აქტივისტები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ, ისინი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებას შეუერთდებიან.
შეკრება ახალგაზრდებმა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან ნახევარი საათის წინ დაიწყეს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი მსვლელობას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეუერთდა.