19 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა - მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

"რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევისა და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობითვე, ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222", - ვკითხულობთ დედაქალაქის მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები