გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ოზურგეთში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლება და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და ობელისკი გვირგვინებით შეამკეს.
გურიის რეგიონში, მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი, ერთი- ოზურგეთში, ერთიც - ჩოხატაურში ცხოვრობს.
დღევანდელი დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი ხელისუფლება მათ 1 000 ლარს, ხოლო სახელმწიფო 2 000 ლარს გადასცემს.