სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე აქციის ის მონაწილეები დააკავეს, რომლებმაც რკინის ჯებირები მოარღვიეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველმა გუნდმა მესამე მოსმენით "გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი" მესამე მოსმენით მიიღო.
გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის წინ რკინის ჯებირები გაარღვია. პროტესტის სხვა მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ იყო საჭირო რკინის ჯებირების დაზიანება, რადგან სამართალდამცველებისგან, შესაძლოა, ფაქტს საპასუხო ქმედება მოჰყოლოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირის მცირე ნაწილი მაინც მოარღვიეს.