27 ივლისი 2024,   04:54
ვრცლად
დღეს სცენაზე, პარლამენტის წინ, ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მიუღებელია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.

"რაც შეეხება იმას, რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში, ამას ვითხოვდით ჩვენ ე.წ. რუსული კანონით - ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ.

დღის ამბები