16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გიგორიადისი 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გრიგორიადისმა განაცხადა, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ დამაკავეს. გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის წინ ვიდექი, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. ჩემს წინ "რენდომ" - შემთხვევითობის პრინციპით დაიწყო დაკავებები და ვეხმარებოდი სხვები არ დაეჭირათ, სწორედ მაგ მომენტში შემითრიეს მეც. რკინის კონსტრუქციაზე გაშლილი ხელის ბრახუნი უბრალოდ პროტესტის, ხმაურის გამოსაწვევად და არაფერს აშავებ. ცნობით მიცნეს - კიდევ შენ ხარო მითხრეს? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ.რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ჩემი დაჭერა, რადგან რუსულ კანონს ვაპროტესტებ,", - განაცხადა გრიგორიადისმა.

 

დღის ამბები