ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება იყო. 26 წლის პაციენტის მშობლები და ახლობლები ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას ითხოვენ.
ახლობლების თქმით, სოფო ხინგავას საკეისრო კვეთის შემდეგ, კიდევ ერთი ოპერაცია კლინიკაში ისე გაუკეთეს, რომ ახლობლებს არ შეატყობინებს. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამჯერად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.