16 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ღაზის სექტორის საკითხი, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი ისრაელის პრემიერისგან 6-პუნქტიან გეგმას ითხოვს

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი, ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან 6-პუნქტიან გეგმას ითხოვს. საუბარია ღაზის სექტორის საკითხზე, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებზე. თუ ნეთანიაჰუ გეგმას არ წარმოადგენს, განცი ამბობს, რომ მის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანს.

"ბენი განცის მოთხოვნების შესრულება ომის დასრულებას და ისრაელის დამარცხებას ნიშნავს", – ასე პასუხობს მოთხოვნას ისრაელის პრემიერის ოფისი.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ღაზის სექტორში პალესტინის ხელისუფლების შეყვანასა და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც აუცილებლად იქნება ტერორისტული სახელმწიფო.

პარალელურად, ისრაელის გაძლიერებულმა საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებმა, ღაზაში 64 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

როგორც გაერო-ში ამბობენ, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ღაზის სამხრეთ ნაწილში 800 ათასი პალესტინელი იძულებული გახდა, რაფაჰიდან გაქცეულიყო.

დღის ამბები