14 აგვისტო 2026,   15:41
ვრცლად
საქართველოში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2024" გრძელდება

საქართველოში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2024" გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოავლინეს.

"სტუდფესტი 2024“ განათლების სამინისტროს ინიციატივით, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

დღის ამბები