16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" გასაპროტესტებლად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" გასაპროტესტებლად, დემონსტრანტები დღესაც გამოვიდნენ ქუჩაში - აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა.

სხვადასხვა სტუდენტურმა მოძრაობამ ჯაჭვი შეკრა და, მოგვიანებით, მსვლელობით, მშვიდობის ხიდისკენ დაიძრა. მათ ხიდიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს და მოუწოდეს ხელისუფლებას, უარი თქვას სადავო კანონპროექტზე.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ იმყოფებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია ხელისუფლებამ კანონი გაიწვიოს, ამისთვის კი პერმანენტული აქციები ძალიან მნიშვნელოვანია. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირისკენ სწრაფვაა.

დღის ამბები