16 ივნისი 2024,   06:10
ვრცლად
ტაბახმელაში სპორტული კომპლექსი აშენდება

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო. ევროპული სტანდარტების კომპლექსი გათვლილია 230 მაყურებელზე და მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და პადელის მოედნებს. აქვე მოეწყობა ტექნიკურ შენობაც, გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმროც, ვარჯიშის პერიოდში გუნდების განთავსების მიზნით.

"მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის სპორტული კომპლექსი. ამ პროექტის ფარგლებში ერთი სრულყოფილი საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, ასევე პადელის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გარდა ამისა, აქ 45 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდება, სადაც შესაძლებელი იქნება სავარჯიშო პერიოდის გატარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდებისთვის. პროექტი 2025 წლისთვის დასრულდება და მის განსახორციელებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები