17 ივნისი 2024,   12:49
ვრცლად
"თავისუფლების მარში" - "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თბილისში ისევ აქციებია. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები, დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ.

ამ წუთებში "თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას სიმბოლური დატვირთვა აქვს და შსს-თან მიდიან იმისთვის, რომ აქციაზე მოქალაქეების დაკავებები და ფიზიკური ანგარიშსწორება გააპროტესტონ.

 

დღის ამბები