16 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული, სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ამ მიზნით, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმება, ქვეყნებს შორის, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

დღის ამბები