17 ივნისი 2024,   12:34
ვრცლად
უხვმა ნალექმა ქვემო ქართლში პრობლემები შექმნა - ადიდებულმა მდინარეებმა სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა

უხვმა ნალექმა ქვემო ქართლში პრობლემები შექმნა - ადიდებულმა მდინარეებმა სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

 "დაზიანება გვაქვს ბევრი, ხიდი არის წაღებული, ასევე დატბორილი არის მთლიანად ბაზრის ტერიტორია და წითელ ხიდზე გვაქვს ანალოგიური სიტუაცია.

რაც შეეხება მდგომარეობას, პრევენციის მიზნით ვმუშაობთ ახლა ჩვენ, ევაკუაცია ხდება, ხალხის გადმოყვანა მიმდინარეობს. დამატებით თბილისიდან დაგვემატება 11 ჯგუფი ჯამში, სამაშველო სამსახური მუშობს 24 საათის განმავლობაში," - აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

განსაკუთრებით დაზარალდა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტები.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. რამდენიმე ადგილზე საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

დღის ამბები