25 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევას აპირებს - როგორია პროცედურა

დაახლოებით ორ საათში, პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით - სამშაბათის ტრადიციული დებატებით გაიხსნება. სიტყვით გამოსვლების ძირითადი ნაწილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს დაეთმობა. პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ვეტოს განხილვა უნდა დაიწყოს, რა დროსაც ტრიბუნას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაიკავებს. ის დეპუტატებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ოფიციალურად გააცნობს. ამის შემდეგ, იქნება კითხვა-პასუხი, ბოლოს კი კენჭისყრა ჩატარდება.

სხდომის დაწყებამდე, ბიურო უნდა გაიმართოს, რომელიც ოფიციალურად ასახავს ამ საკითხს დღის წესრიგში.

ვეტოს დაძლევის შემდეგ, თუ პრეზიდენტი, კანონით დადგენილ ვადაში, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ხელს არ მოაწერს, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, 5 დღის ვადაში, დოკუმენტს ხელი მოაწეროს და კანონი ძალაში შევა. 

დღის ამბები