საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 48 მილიონ 700 00 დოლარის ათვისება მოხდა.
ბანკის ინტერვენციაზე და ლარის კურსის პროგნოზზე დღეს ექსპერტებმა ისაუბრეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფაქტორები პოზიტიურია, თუმცა კურსის მოკლევადიანი რყევები, შესაძლოა აჟიოტაჟმა გამოიწვიოს. მათი პროგნოზით, კურსი ივნისში გამყარდება.
"ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების გამოყენება არის სწორი. ბუნებრივია, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, ფუნდამენტურად არასწორია. არსებული მერყეობა წმინდად სპეკულაციურია, პანიკურია და არავითარი კავშირ არ აქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან. ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტასთან არის არარეალური, არა წონასწორული და ის აუცილებლად დაუბრუნდება წონასწორულ მაჩვენებელს", - განაცხადა მედია-პლატფორმა "ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა.