16 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმის საკრებულოში. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, არ წყდება ანონიმური ზარები, უცნობი პირები სხვადასხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრიდან ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ოპოზიცია ამაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

ოპოზიციის ამ განცხადებებს, საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს წინა ხელისუფლების ხელწერა.

დღის ამბები