ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - სხდომა, რომელზეც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიების თავმჯდომარეები უნდა გადაეყენებინათ, ჩაიშალა. არ შედგა კვორუმი, რადგან სხდომაზე არ მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი რეგისტრაცია არ გაიარეს.
დარბაზში ისმოდა პოლიტიკური ბრალდებები და შეურაცხმყოფელი რეპლიკები პარტია "ახალის" და "ოცნების" წევრებს შორის. ხმაურის შემდეგ, სხდომა მალევე დატოვეს “ახალის” წევრებმა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ გახარიას პარტიიდან, სხდომა გადადებულად გამოაცხადა.