16 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
პრეზიდენტის ქარტიას ხელს 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს - დოკუმენტზე ხელმომწერებისთვის სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა

პრეზიდენტის ქარტიას ხელს აწერს 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტზე ხელის მომწერებისთვის ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა.

მან სტუმრებს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ქარტიამ საზოგადოებისა და პარტნიორების ნდობა დაიმსახურა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში უფრო დიდი მასშტაბის პრობლემები არსებობს, ახლა საქართველო საერთაშორისო პარტნიორების ფოკუსშია.

"მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი, მაგრამ ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად რაღაცა გამარჯვების არჩევნები. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ერთიანობა იყოს აუცილებელი, ეს თქვენი საქმე არის, მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ, რა ფორმატში თუ ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმეა. მე, ერთადერთი, გთავაზობთ ამ ერთიან ერთობის ფორმულას, რაც არის ამ პროცესში და ამ დოკუმენტის, ვალდებულებების ირგვლივ და მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, რომლისგანაც ვღებულობ გარკვეულ ნდობას, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი მოეწონათ და იმიტომ, რომ ამ დოკუმენტში ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას", – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები