28 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასასრულს უახლოვდება.

ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზა დღემდე არ არსებობდა, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარისა და ბორდიურების, ახალი სანიაღვრე ქსელის, გარე განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე მზად არის. ამ ეტაპზე, ხანძთელის ქუჩაზე, ასფალტს აგებენ.

 

დღის ამბები