რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - მშვიდობისა და გაგარინის ქუჩებზე ორი კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება.
კომპანია GWP-ის მიმდინარე წელს რუსთავში 18 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.
უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალები წყლის კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯერ მერიაში და შემდეგ უკვე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე განიხილეს.