იტალიის 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. კვიპროსში გამართული ტურნირის გადამწყვეტ მატჩში იტალიამ პორტუგალია 3:0 დაამარცხა და ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.
გოლები ფრედერიკო კოლეტამ და ტურნირის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ფრანცესკო კამარდამ გაიტანეს.