06 ივლისი 2024,   13:11
ვრცლად
კახა კალაძე ბაქოსა და განჯის მერებს შეხვდა

თბილისის მერი ბაქოსა და განჯის მერებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილ მეზობლურ ურთიერთობას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას თბილისსა და ბაქოს, როგორც დაძმობილებულ ქალაქებს შორის.

კახა კალაძემ ბაქოელი და განჯელი კოლეგები ოქტომბერში თბილისობის დღესასწაულზე მოიწვია.

თავის მხრივ, ბაქოს მერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა.

ბაქოსა და განჯის მერები თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან.

დღის ამბები