ბიუროს დღეს წარედგინება მთავრობის ინიციატივა, რომელიც კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს. საუბარია როგორც ადმინისტრაციული სახდელისგან, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, საერთო ჯამში დაახლოებით ორი ათასი მოქალაქის გათავისუფლებაზე.
ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონ 600 ათას ლარს აღწევს. ამისთვის ცვლილებები ორ კანონში - “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონებში უნდა შევიდეს. ფიზიკურ პირებთან ერთად ამნისტია შეეხება 38-ტ იურიდიული პირსაც.
“მივესალმები პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას. თუ არ ვცდები დაახლოებით 2 000-მდე პირს შეეხება, სადაც უმრავლესობა არის ფიზიკური პირები, 35-40-მდე არის იურიდიული პირი და ჯამური ამოსაწერი ჯარიმის ოდენობა იქნება 6 000 000 ლარამდე. ეს ძალიან კარგი, პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯი არის ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების მხარდასაჭერად,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი.