ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ღაზის სექტორში, ნუსეირათის დევნილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა. UNICEF-ის მონაცემებით, ღაზაში რვა წლის ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა. გაერო-ს უწყების მონაცემებით, კონფლიქტის ზონაში ათასობით ბავშვი შიმშილობს.
“ჰამასმა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმართა. ტერორისტული დაჯგუფება ენტონი ბლინკენს ისრაელზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ზეწოლას სთხოვს. სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. ოფიციალური თელ -ავივი აცხადებს, ომს არ შეწყვეტს ვიდრე “ჰამასის“ ყველა წევრს არ გაანადგურებს.