20 ივნისი 2024,   16:04
ვრცლად
წყნეთის გზატკეცილი და ამირეჯიბის ქუჩა 4 თვით დაიკეტება, მიზეზი არსებული გზების რეაბილიტაცია და ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაა

წყნეთის გზატკეცილი და ამირეჯიბის ქუჩა 4 თვით დაიკეტება, მიზეზი არსებული გზების რეაბილიტაცია და ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაა.

ამირეჯიბისა და თამარაშვილის კვეთაზე დაუსრულებელი საცობების გამო, მერიამ გადაწყვიტა, თამარაშვილის ქუჩაზე პირდაპირი გადასასვლელი გააკეთოს. ამავე კვანძით შეძლებენ მძღოლები ამირეჯიბის ქუჩაზე მოხვედრას. ახალი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის გამო, ხვალიდან იპოდრომის მხარეს გამავალ გვირაბის მიმდებარე ტერიტორიიდან თამარაშვილამდე ამირეჯიბის ქუჩის ნაწილი ორმხრივად გადაიკეტება.

ხვალიდან დაიკეტება წყნეთის გზატკეცილის მონაკვეთიც, უფრო კონკრეტულად კი ე.წ. ბაგების კუნძულებიდან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებული გზა.

ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ. სხვა სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით, ასევე წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, იმოძრავებს საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა და გზების რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტს 9 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

დღის ამბები