18 ივნისი 2024,   17:03
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა.

სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და სენაკის მერი გაეცნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე დასრულდა მინი სპორტული მოედნების მოწყობა თეკლათისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დღის ამბები