20 ივნისი 2024,   16:07
ვრცლად
"გემოფესტი" ქუთაისში - ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრები იმერული კერძების ახლებურ ვერსიებს დააგემოვნებენ

"გემოფესტი" ქუთაისში - ორი დღის განმავლობაში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მისული სტუმრები იმერული კერძების ახლებურ ვერსიებს დააგემოვნებენ. საღამოს ფესტივალზე ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.

ქუთაისი პოპულარულ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. კულინარიული ფესტივალი ქალაქის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების, ოჯახების ხელშეწყობა და შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

დღის ამბები