26 ივნისი 2024,   08:52
ვრცლად
თბილისში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს - შემთხვევა ვაკის სასაფლაოსთან მოხდა

თბილისში, ვაკის რაიონში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა და მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალებს “რუსთავი2“ არკვევს.

დღის ამბები