26 ივნისი 2024,   20:53
ვრცლად
დაზარალებულს არწმუნებდა, რომ შეეძლო კონკრეტული პატიმრის ვადამდე გათავისუფლება - თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს არწმუნებდა, რომ მუშაობდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდადებულის საპატიმროდან ვადამდე ადრე გათავისუფლება.

ბრალდებულმა მოქალაქეს 2 700 ამერიკული დოლარი გამოართვა, რა დროსაც დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

დღის ამბები