26 ივნისი 2024,   21:36
ვრცლად
საქართველო-თურქეთის მატჩისას მოსალოდნელი უამინდობის გამო, დორტმუნდში, გულშემატკივრისთვის გამოყოფილი საჯარო ზონები დაიხურება

ძლიერი ქარის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული გაფრთხილების გამო, საქართველო-თურქეთის დაპირისპირებისას, დორტმუნდის ცენტრსა და საქალაქო პარკში, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ზონები დაიხურება, - ამის შესახებ Associated Press წერს.

"გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ. EURO 2024-ის მასპინძელმა სხვა ქალაქებმაც - კიოლნმა, დიუსელდორფმა და გელზენკირხენმა - ასევე გადაწყვიტეს, გულშემატკივართა საჯარო ზონები დახურონ", - წერს Associated Press-ი.

დორტმუნდის მთავრობა მოუწოდებს გულშემატკივრებს, რომლებსაც სტადიონის ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩნენ.

დღის ამბები