27 ივნისი 2024,   00:20
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი 2000 წლის შემდეგ ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური და რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვები.

მედიის ცნობით, პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.

დღის ამბები