26 ივნისი 2026,   06:13
ვრცლად
მიწისძვრის შედეგად ვენესუელაში სულ მცირე 164 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 164 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 971 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა გაავრცელა.

ცნობისთვის, ვენესუელაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

დღის ამბები