25 ივნისი 2026,   23:10
ვრცლად
პარლამენტში ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტში ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აჩვენეს ვიდეო რგოლი და მოეწყო აქამდე უცნობი წერილებისა და პუბლიკაციების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკატერინე გაბაშვილის დამოკიდებულება ქალის როლისა და შესაძლებლობების მიმართ. დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, თანასწორობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე. ეკატერინე გაბაშვილი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც ამ საკითხებზე მაშინ ფიქრობდა, როდესაც ამის შესახებ საუბარი არც მოდური იყო და არც მარტივი. თუმცა, მისი გზა არ ყოფილა დაპირისპირების გზა, მისი ფემინიზმი არ ყოფილა ხმაურიანი ლოზუნგების ფემინიზმი, ეს იყო პასუხისმგებლობის, განათლებისა და შესაძლებლობების ფემინიზმი. ეს იყო რწმენა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების, საკუთარი ნიჭის განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და საკუთარი ღირსების დაცვის უფლება. დღეს, როდესაც ვიხსენებთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, პატივს მივაგებთ არა მხოლოდ დიდ მწერალს, არამედ მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საზოგადოებრივ მსახურებად აქცია. ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლების და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება. ამიტომ, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და ქედს ვიხრი ეკატერინე გაბაშვილის ნათელი ხსოვნის წინაშე," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები