ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ინგლისელ ჟრნალისტ, პირს მორგანთან გადაცემაში უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და ამ ფონზე ამერიკა-რუსეთის პოლიტიკა განიხილა. ასევე ისაუბრა ნატოს გაფართოების პერსპექტივებზე და შესაძლო საფრთხეებზე.
როგორც ამერიკელმა პროფესორმა აღნიშნა, თუ ბაიდენის გეგმებში ნატოს გაფართოება შედის, ეს მხოლოდ ომის გაგრძელებას შეუწყობს ხელს და ამის საბოლოო შედეგი უკრაინის "სიკვდილი" იქნება. ჯეფრი საქსის შეფასებითვე, ომში მყოფი უკრაინა " არ არის დემოკრატიული ქვეყანა".
საქსმა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში ნატოს გაფართოების საკითხს შეეხო.
"თუ ბაიდენის გეგმაა, რომ ის გააგრძელებს ნატო-ს გაფართოებას, მაშინ არ იქნება მშვიდობა და ვართ ღია ომში, ბოლოს კი კვდება უკრაინა. უკრაინა შუა ომის დროს ვერ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ რომ გააწევრიანონ ნატოში, მივიღებთ ბირთვულ ომს, ისევე როგორც კუბის შემთხვევაში ლამის მივედით ამ ეტაპამდე.
აშშ-თვის ეს არის რისკის თამაში, ბზეჟინსკის მიერ 1997 წელს გამოთქმული თამაში - მოდით, კუთხეში მივიმწყვდიოთ რუსეთი. რუსეთისთვის კი ეს ეგზისტენციალური საკითხია. მათ არ უნდათ აშშ იყოს მათ საზღვრებთან.
ვფიქრობ, ყველამ უნდა წავიკითხოთ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატის, უილიამ ბარნსის მემორანდუმი, რომელიც CIA-ს დირექტორია, მაგრამ 2008-ში იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში, მან მისწერა კონდოლიზა რაისს საიდუმლოდ. ჯულიან ასანჟმა ყველას გვაჩვენა როგორია რეალური დისკუსიები და არა ზედაპირული პატერნები და ნარატივები. ასე რომ ბარნსი წერდა, ეს არ არის პუტინთან დაკავშირებული მხოლოდ, ნატოს საკითხი ეხება მთლიან რუსულ პოლიტიკურ კლასს და ამ მემორანდუმს ყველასთვის ცნობილია, რომ ჰქვია "არა ნიშნავს არას" (нет means нет)", - განაცხადა ჰეფრი საქსმა პირს მორგანთან გადაცემაში.