28 სექტემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს, იმდენად, რომ მეც კი ამერია" - გია გახელაძის მეუღლე

"სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია" - რამდენიმე დღის წინ დაკარგული გია გახელაძის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინფორმაცია, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, სიმართლე არ აღმოჩნდა. 

"ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია,"- წერს გია გახელაძის მეუღლე. 

მანამდე, ირმა მალაციძემ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მეუღლე ცოცხალია და ეს მან წერეთელზე მდებარე კამერებში ნახა.

დღის ამბები