რამდენიმე დღის წინ დაკარგული გია გახელაძის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კამერებმა წერეთელზე დააფიქსირეს და ცოცხალია.
"ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!"- წერს გია გახელაძის მეუღლე.
თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია და მოხალისეები.