28 ივნისი 2024,   09:16
ვრცლად
ქართველი ქომაგები ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში რჩებიან - ქომაგები "ჯვაროსნებს" მორიგ მატჩზე კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდებიან

ჰამბურგის სტადიონზე შთამბეჭდავი გულშემატკივრობის შემდეგ, ქართველი ქომაგები გერმანიაში რჩებიან. ეროვნული ნაკრები გელზენკირხენის სტადიონზე, 3 დღეში, კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას იგრძნობს.

"შედეგი ისტორიულია. მადლობა ბიჭებს, ჩვენ მერვედფინალში გავალთ" - ასე ამხნევებენ გულშემატკივრები "ჯვაროსნებს" და ამბობენ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვების მოლოდინი აქვთ.

ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დღის ამბები