28 სექტემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

მთავარი თემები ღაზა და უკრაინაა, თუმცა საქართველოში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში შევიდა ჩვენი ქვეყნის საკითხი, უფრო კონკრეტულად კი უნდა იმსჯელონ იმ ზომებზე, რასაც რეზონანსული კანონის მიღების საპასუხოდ მიიღებენ.

როგორც საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, დოკუმენტი, რომელსაც თავად წარადგენს, ძირითადად მოიცავს ფინანსური დახმარების კომპონენტის გადახედვას. დღეს საორიენტაციო შეხვედრაა, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

დღის ამბები