16 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელებაში გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ 45 ქვეყნის დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრევენციული ზომების თაობაზე, რაც საქართველომ საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე გაატარა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.

გივი მიქანაძემ ისაუბრა სანქციების მონიტორინგზე აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სამი მაღალი რანგის წარმომადგენლის მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტსა და მათ მიერ ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების თაობაზე გაკეთებულ პოზიტიურ დასკვნებზე; ასევე, ევროპელ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე.

აღნიშნული დებატები გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში, რომელიც 24-28 ივლისს იმართება სტრასბურგში.

დღის ამბები