30 ივნისი 2024,   01:35
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუმ და ხვიჩა კვარაცხელიამ მაისურები გაცვალეს

კრიშტიანუ რონალდუმ და ხვიჩა კვარაცხელიამ მაისურები გაცვალეს. მანამდე, ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ბლოგში წერდა, რომ რონალდუს მაისურის გაცვლას აუცილებლად სთხოვდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები