"ომი და მშვიდობა" - ახმეტელის თეატრში გამოფენა გაიხსნა. ქართველი ბავშვების ნახატებთან ერთად წარმოდგენილია ისრაელის სამხატვროს სკოლის ბავშვების მიერ ომის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენის გახსნის შემდეგ მსახიობებმა სპექტაკლი "ანე ფრანკის დღიურები" წარმოადგინა. ექსპოზიცია, რომელიც ისრაელის სახლთან თანამშრომლობით ხორციელდება, 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.