სპარსეთის ყურის საზღვაო სამსახურმა (PGSA), ახლად შექმნილმა ირანის სამთავრობო სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობაზე, უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ აშშ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სრუტეზე სრული კონტროლი აქვს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სააგენტოს განცხადების თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებების სიხშირე რეალობას ვერ შეცვლის და სრუტე დაბლოკილი ინება მანამ, სანამ ირანის პირობებს არ შეასრულებენ.
"აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებები და განმეორებითი შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის დაბლოკილი, რეალობას არ ცვლის: ჰორმუზის სრუტე კვლავ დაბლოკილია და არ გაიხსნება მანამ, სანამ ირანის პირობები არ იქნება შესრულებული", - აღნიშნულია PGSA-ის განცხადებაში.