ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან ერთად, ქალაქ ახალციხეში მიმდინარე კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც მოეწყო 300 მაყურებელზე გათვლილი კალათბურთის დარბაზი. ასევე, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიისა და გამწვანების ზოლის კეთილმოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.