02 ივლისი 2024,   16:55
ვრცლად
ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია - მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს - კახა კალაძე

დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი. 

კახა კალაძე დარწმუნებულია, დღევანდელი თამაში ქართველ გულშემატკივარს სიამაყის კიდევ ერთ მიზეზს მისცემს. 

"დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით-როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!

საქართველო არ გაჩერდე!", - წერს კახა კალაძე. 

დღის ამბები