02 ივლისი 2024,   16:57
ვრცლად
ზაფხულის ღამის ფესტივალს არტოს ბაღი მასპინძლობს

ზაფხულის ღამის ფესტივალს არტოს ბაღი მასპინძლობს. სამდღიანი ჯაზფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე, გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად, დამწყები არტისტებიც მონაწილეობენ.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ამერიკელი ჯაზმენებიც ჩამოვიდნენ. ფანკი, ბლუზი, საავტორო მუსიკა... პროგრამა საკმაოდ დატვირთულია.

ზაფხულის ღამის ჯაზში მონაწილეობას 120-მდე ქართველი და უცხოელი მუსიკოსი იღებდა. სამდღიანი ფესტივალი დღეს დასრულდება.

დღის ამბები