04 ივლისი 2024,   10:50
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დღეს ბრუნდება - რეისი დილით 7:30 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს ივლისს ბრუნდება. 

ნაკრების წევრები თბილისში ნახევარი საათის წინ უნდა ჩამოფრენილიყვნენ, თუმცა ფრენა გადაიდო და ისინი დაბრუნებას დაახლოებით ერთ საათში შეძლებენ. 

დღესვე, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები