04 ივლისი 2024,   10:42
ვრცლად
"ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული" - 21:30 საათიდან თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება

საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს - მადლობის თქმა დღეს ჩვენი ზღაპრის გმირებისთვის შეუძლია ყველას.

ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დაიგეგმა.

ზეიმი საღამოს 21:30 საათიდან დაიწყება. ფეხბურთის ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით.

საზეიმო დღის მთავარი გზავნილია - "ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული".

 

დღის ამბები