04 ივლისი 2024,   10:52
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით ყველა ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით ყველა ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო.

საჰაერო ძალები "მიგ-31"-ის აფრენის შესახებ იტყობინებოდნენ. იერიში განხორციელდა დონეცკის ოლქზე, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქიც დაბომბეს, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსული მხარის ინფორმაციით, აფეთქებები დაფიქსირდა ოკუპირებულ ყირიმშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 161 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით დღეს უკრაინას უნგრეთის პრემიერ მინისტრი ეწვევა. ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ეს რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ორბანის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნიდერლანდები უკრაინას მალე პირველ F-16 -ის თვითმფრინავებს გაუგზავნის.

დღის ამბები