04 ივლისი 2024,   11:31
ვრცლად
მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდა ჩვენს გამო, ხელფასი გადადო, რომ ჩამოსულიყო და ჩვენთვის ეგულშემატკივრა - გაბრიელ სიგუა

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს იმისთვის, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდა ჩვენს გამო, ხელფასი გადადო და ასე გაიჭირვა, რომ ჩამოსულიყო და ჩვენთვის ეგულშემატკივრა", - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან გაბრიელ სიგუასთან "კურიერმა" ჩაწერა.

ფეხბურთელმა გულშემატკივრებს დღევანდელი დახვედრისთვისაც მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის პირადად ძალიან დიდი გამოცდილება იყო თუნდაც მომავლისთვის, თუ მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ძალიან დიდი გამოცდილება მექნება მიღებული ამჯერად, რადგან სულ სხვა არის, როდესაც პირველად მიდიხარ და სხვა არის როდესაც გამოცდილება გაქვს.

დღევანდელი დღისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, შეწუხდნენ, აქ მოვიდნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს მომავალშიც.

დღესაც დიდი შეკრება გვექნება, ხალხი მოვა და მოუთმენლად ველოდები ამ ყველაფერსაც, იმიტომ, რომ ასე ხშირად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი რაღაცები აღვნიშნოთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის მონაწილე ვარ," - განაცხადა "კურიერთან" გაბრიელ სიგუამ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევრო 2024-ის ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ, გერმანიიდან სამშობლოში ჩამოვიდნენ. მათ ოვაციებით აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დახვდა.

ავტორი: ლაშა რამაზაშვილი

 

დღის ამბები